საქართველოს საპატრიარქო

მეუფე ნიკოლოზი: მოსკოვში პატრიარქის კურთხევით ვარ, ამ წირვის შეთანხმება ვერ მოვასწარი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ მოსკოვში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს კურთხევით არის წასული. მისივე სიტყვებით, პატრიარქთან ვერ მოასწორი იმ წირვის შეთანხმება, რომლის ფოტოების მედიაში 25 მაისს გავრცელდა. 

"პატრიარქის კურთხევით ვარ მოსკოვში, დიდი ხნის წინ ავიღე კურთხევა, 2 თვის წინ, მაგრამ კონკრეტულად ეს წირვა ვერ მოვასწარი და ვერ შევათანმხმე მასთან. თუმცა, მაქვს უფლება, რომ მივიღო ეს შემოთავაზება.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენს მტერთან [საუბარი], მე არ ვთვლი, რომ პატრიარქი კირილია ჩველი მტერი მაინცდამაინც... ის როგორც კი პარტიარქი გახდა, მაშინვე, ერთ-ერთი პირველი განცხადება გააკეთა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია არის ხელშეუხებელი და ის განუხრელად იცავს დღემდე ამ პრინციპს. სწორედ ეს ვუთხარი და შევახსენე. რა თქმა უნდა, ის არის სასულიერო პირი და მასზე ქვეყნის პოლიტიკა... რაც არ უნდა ჩვენ ვიძახოთ, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთ საქმეს აკეთებენ, არ არის ეს ასე, სეკულარული ქვეყანაა რუსეთიც. სწორედ ეს შევახსენე და გავუსვი ხაზი, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არის მოუშუშებელი ჭრილობა. ის, რასაც ისინი დღეს განიცდიან, არის მისი ეკლესიის კანონიკური ტერიტორია - ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი ხომ თავისთვაად. ეს მისი ტერიტორიის კანონიკური ტერიტორიაა, თვითონ ასე თვლის, ყოველ შემთხვევაში". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი ფორმულასთან ინტერვიუში.  

მისივე სიტყვებით, მიაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა ეს ევქარისტიული კავშირის გასაწყვეტად საკმარისი მიზეზი არ არის. 

"მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს მიმართ. ორი აზრი არ არის ამაში. მიხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამიტომ, მე მონაწილეობას ვღებულობდი წირვაში და მე რუსეთის პატრიარქს მივულოცე აგნელოზის დღე". - ამბობს ის.   

მეუფე ნიკოლოზი კირილის ანგელოზის დღეზე, მოსკოვში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ფოტოები გამოქვეყნდა, საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ ღვთისმსახურებაზე მისი დასწრების შესახებ ინტერნეტით შეიტყვეს.  

აღსანიშნავია, რომ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში წარმომადგენლობა მხოლოდ ოთხმა ეკლესიამ გაგზავნა – მიტროპოლიტი ნიფონი (ანტიოქიის საპატრიარქო), მეუფე ნიკოლოზი (საქართველოს საპატრიარქო), ეპისკოპოსი ანტონი (სერბეთის საპატრიარქო) და არქიმანდრიტი ვასიანე (ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია).

კომენტარები