სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება

სომხეთში მაღალჩინოსნებზე კიბერ თავდასხმებში NSO Group-ის ტექნიკა გამოიყენებოდა

Vesa Moilanen

მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში ტექნოლოგიური კომპანია NSO Group-ის მიერ წარმოებული პროდუქციის ჩართულობა გამოიკვეთა

NSO Group-ი ისრაელში, 2010 წელს დაარსებული კომპანიაა. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა NSO Group-ის წარმოებულ მოწყობილობებს, რომლის საშუალებითაც მარტივდება მობილური ტელეფონების ინფორმაციაზე წვდომა, ტერორიზმთან და კრიმინალთან ბრძოლაში იყენებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნული ტექნოლოგიის სამხედრო კონფლიქტში ჯაშუშობის მიზნით გამოყენების დადასტურებული მცდელობა გამომჟღავნდა.

2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე სომხეთში ჟურნალისტებზე, ადამიანების უფლებათა დამცველებზე, გაეროს თანამშრომლებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე კიბერ თავდასხმები მიმდინარეობდა. მკვლევრებმა მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ აზერბაიჯანის მთავრობა NSO Group-ის ერთ-ერთი მომხმარებელია. 

პირველად სომხეთის მაცხოვრებლებზე ჰაკერული თავდასხმის შემთხვევები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების ესკალაციიდან ორი თვის შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა. აქტიური კიბერ თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელი სპიკერი, ანა ნაგდალიანი იყო. ნაგდალიანმა Access Now-ს მკვლევართა ჯგუფთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაშინ ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია მის მობილურ ტელეფონში იყო ასახული.

"მაშინაც კი, თუ თქვენ მობილურ ტელეფონზე ყველაზე უსაფრთხო სისტემა გაქვთ დაყენებული, სრულად დაცული ვერ იქნებით". - თქვა ნაგდალიანმა.

ექსპერტები საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პროგრამების გამოყენება გეოპოლიტიკურ სივრცეს კიდევ უფრო დაძაბულს ხდის. 

კომპანია NSO Group-ს ჯერჯერობით აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. 

კომენტარები