საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

მორგოშია: წელს ევროკავშირისა და უკრაინის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია

ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერის, კოკა მორგოშიას თქმით, ის ფაქტი, რომ წლევანდელ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისა და უკრაინის დროშები არ გამოფინა, დასაფასებელია.

"რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა, მაგრამ წელს უკრაინისა და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დიდება უფალს. გაუმარჯოს საქართველოს". - წერს მორგოშია facebook-ზე.

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, თუ რატომ არ გამოფინეს წინა წლისგან განსხვავებით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშები. როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თათა სვანიძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, წელს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარულია, შესაბამისად, ეს დღე ეროვნული სიმბოლიკით აღინიშნება. მისივე თქმით, შარშან ევროკავშირის დროშები იმიტომ იყო გამოფენილი, რომ თემა იყო - ევროპისკენ, როდესაც განაცხადი გაკეთდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო მასალა, სადაც ჩანს, რომ 2022 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, წლევანდელისგან განსხვავებით ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი, რასაც საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. 

კომენტარები