საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ვაშინგტონის მერმა ამ წლის კალენდარშიც 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ვაშინგტონის მერი მიურიელ ბაუზერი
Government of the District of Columbia

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბაუზერმა წელსაც 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.

მერის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი  საქართველოს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ქართველ ხალხთან და ქართულ დიასპორასთან ერთად აღნიშნავს.

ცნობისთვის, ეს ფაქტი ყოველწლიური, სიმბოლური ხასიათისაა და ვაშინგტონს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ წინა წლებშიც გამოუცხადებია.

კომენტარები