2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა პრეზიდენტობის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

რონ დესანტისი
Haiyun Jiang/The New York Times

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა პრეზიდენტობის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

დესანტისმა საარჩევნო კომისიას საჭირო დოკუმენტაცია Twitter-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ილონ მასკთან ერთად დაგეგმილ საჯარო გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გადასცა. 

მასკი და დესანტისი უმასპინძლებენ ღონისძიებას აუდიო ჩეთის პლატფორმა Twitter Spaces-ზე. წარდგენას უხელმძღვანელებს დევიდ საქსი - ტექნიკური მეწარმე, რომელიც მასკის მესაიდუმლე და დესანტისის მხარდამჭერია.

საღამოს გავრცელდება დესანტისის კამპანიის ვიდეო. ის რამდენიმე შტატში შეხვედრის გამართვასაც გეგმავს. 

დესანტისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. 

გასათვალისწინებელია, რომ შუალედურ არჩევნებში ტრამპის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ, მარცხი განიცადა. რაც, ექსპერტთა შეფასებით, მანიშნებელია იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავს.

ამის პარალელურად კი ფლორიდის გუბერნატორმა და 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. 

კომენტარები