საქართველო-რუსეთი

ბოკერია: ყველაფერი, რაც პარტნიორებს დაგვაშორებს, რუსეთისთვის შესაძლებლობაა, გაგვანადგუროს

პუტინის რეჟიმისთვის არის უაღრესად ხელსაყრელი ეს ხელისუფლება. რატომ არის უაღრესად ხელსაყრელი? იმიტომ რომ ყველაფერი, რაც ჩვენ დაგვაშორებს ჩვენს პარტნიორებს, არის რუსეთისთვის შესაძლებლობა, რომ ადვილად გაგვანადგუროს. ანუ, შენ შენი მტერი გეუბნება - რა კარგად იქცევი, მოდი ახლა შენ წაგახალისებ, რომ მარტო დარჩე ჩემთან და შეგჭამო მერე და ყველა, ვინც იძახის, რომ იცი რა, ამ მანევრებით პუტინს გადავურჩებით, არ ითვალისწინებს იმას, რომ პუტინი არ არის მთვრალი კრიმინალი სუფრაზე, რომ მოვერიდოთ, რამე შარში არ გავეხვიეთო. ის არის ცივსისხლიანი მტერი საქართველოსი და ყველა მისი მეზობელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და თავისუფალი სამყაროსი. ასე უნდა მივუდგეთ. და ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაზე მინიმალური რისკით, რაც კი გვქონია ოდესმე, რომ დასავლეთში ვილობიროთ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა, ოღონდ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამით არის გამსჭვალული.

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები