უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

უკრაინის ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის – შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საეკლესიო კრებაზე ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

ახალი კალენდრის მიხედვით, უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამასთან ერთად, შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც, თუმცა ახალი კალენდარი აღდგომის დღესასწაულზე არ იმოქმედებს. 

ახალ კალენდარზე გადასვლა ოფიციალურად 2023 წლის 27 ივლისს, ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ თქვა, რომ საკითხი უკვე მოგვარებულია და ახალ კალენდარზე 1 სექტემბრიდან გადავლენ.

ახალ კალენდარზე გადასვლა რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ეკლესიის წევრებს ეშინოდათ, რომ  ხალხი რეფორმას არ მიიღებდა და დღესასწაულებს ძველებურად იზეიმებდა, თუმცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამ საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა და უკრაინელების უმრავლესობამ ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. 

კომენტარები