უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შობის 25 დეკემბერს აღნიშვნის ნებართვა გასცა

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნის ნებართვა გასცა. ეკლესიებს უფლება მიეცათ, თავად გადაწყვიტონ, როდის აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, 25 დეკემბერს, თუ 7 იანვარს.

"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ამ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მხედველობაში მიიღო მრავალი თხოვნა და გაითვალისწინა ის დისკუსიები, რაც ეკლესიასა და საზოგადოებაში არაერთი წელია, მიმდინარეობს. აგრეთვე, ომის გარემოებებიდან გამომდინარე". - წერია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში.

 

კომენტარები