რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი კიევში უკრაინელ კოლეგას შეხვდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი

კიევში ვიზიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლასი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლეკსი რეზნიკოვს შეხვდა. ლიდერებმა უკრაინელი სამხედროების გაერთიანებულ სამეფოში წვრთნის პროცესი და უკრაინისთვის საჭირო იარაღის, მათ შორის, Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილეს. 

რეზნიკოვის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თემასაც შეეხნენ. მსჯელობის საგანს წარმოადგენდა პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო ფორმულაც. 

"უკრაინამ Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიიღო, რომელთა გამოყენებაც შორ მანძილზე არის შესაძლებელი. ეს იარაღი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც მოკავშირეებმა უკრაინას გადასცეს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ტიპის იარაღის გადაცემა [უკრაინისთვის], რადგან რუსეთი გამუდმებით იყენებდა მსგავსი ტიპის შორ მანძილზე სროლისთვის განკუთვნილ იარაღს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენების მიზნით... ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა უკრაინის დედაქალაქში სტუმრობა და საუბარი არამარტო ჩემს კოლეგასთან, სამხედროებთანაც, მსჯელობა მათ გეგმებსა და მიზნებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ გეგმების აღსრულებაში დავეხმარო". - აღნიშნა უოლასმა.  

კომენტარები