რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი: თუ უკრაინას ფინანსური დახმარება სურს, არ უნდა დაუწესოს სანქციები ჩვენს კომპანიებს

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

"პრინციპის საკითხია". - ამბობს უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უნგრული ბანკი OTP-ს უკრაინის მიერ "ომის სპონსორების" სიაში შეყვანაზე. 

"თუ ისეთ ქვეყანას, როგორიც უკრაინაა, სურს მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, თუ მათ სჭირდებათ ჩვენი ფული, ვთხოვთ, პატივი სცენ ჩვენს კომპანიებს". - ამბობს ორბანი. 

OTP აწარმოებს ბიზნესს რუსეთსა და უკრაინაში, თუმცა, კომპანიის განცხადებით, პრეზიდენტის ბრძანებულება ხელს უშლის მათ გაყიდონ რუსული აქტივები. კომპანია უარყოფს, რომ ომში ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთს.

ბოლო დღეებში ბანკი - OTP ოფიციალური პირების ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან უნგრეთი უარს ამბობს დაამტკიცოს ევროკავშირის მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის მანამ, სანამ კიევი არ ამოიღებს კომპანიას "ომის სპონსორების" სიიდან. ამასთან, დიპლომატების თქმით, დავა აჭიანურებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას. 

ამასთან, დღეს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გერმანიისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ანალენა ბერბოკმა და პეტერ სიიარტომ, იკამათეს - თუ რა როლი აქვს უნგრულ ბანკს უკრაინაში მიმდინარე ომში. 

მანამდე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, უკრაინა უფრო და უფრო მტრულად განწყობილი ხდება მისი ქვეყნის მიმართ, რის ილუსტრაციადაც უკრაინის მიერ უნგრული ბანკის, OTP-ს ტერორიზმის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეყვანას ასახელებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი დაბლოკავს უკრაინისთვის ყველა სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ კიევი ამ სიიდან უნგრეთს არ ამოიღებს

კომენტარები