მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის? აი, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, კითხვა დაუსვით ვინც მაგას ავრცელებს, თქვენ გული არ შეგტკივათ ჩვენს სამხედროებზე ან ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს დევნილებზე. როგორ გინდათ რომ მოაგვაროთ მაშინ? როგორ გინდათ მოვაგვაროთ? არც ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ ხალხნო, ამაზე უნდა ესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი. ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა გვჭირდება. ევროპა საიდან განვითარდა,გაბრწყინდა- ომები არ ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები.
tbl.ge/6dks
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




