რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჩვენს სუვერენიტეტს ემუქრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უკრაინა უნგრეთის სუვერენიტეტს ემუქრება, რადგან, მისი მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მილსადენ დრუჟბას აფეთქება სურს. ამ უკანასკნელის მეშვეობით კი, უნგრეთი რუსულ ნავთობს იღებს.

"ენერგომომარაგების უსაფრთხოება სუვერენიტეტის ნაწილია. თუ ვინმე ითხოვს უნგრეთის ენერგომომარაგების შეწყვეტას, ის რეალურად უნგრეთის სუვერენიტეტს ემუქრება". - ამბობს სიიარტო. 

მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინა უფრო და უფრო მტრულად განწყობილი ხდება მისი ქვეყნის მიმართ, რის ილუსტრაციადაც უკრაინის მიერ უნგრული ბანკის, OTP-ს ტერორიზმის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეყვანას ასახელებს. სიიარტოს თქმით, უნგრეთი დაბლოკავს უკრაინისთვის ყველა სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ კიევი ამ სიიდან უნგრეთს არ ამოიღებს. 

The Washington Post-ის თანახმად, ინტერნეტში გავრცელებული სამხედრო დაზვერვის დოკუმენტების მიხედვით, ზელენსკი განიხილავდა რუსული სოფლების ოკუპაციასა და ნავთობსადენის დრუჟბას დაბომბვას. 

ზელენსკიმ უარყო WP-ის გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებაზე ზრუნავს. 

საიდუმლო დოკუმენტებს რამდენიმე თვის განმავლობაში Discord-ზე აქვეყნებდა 21 წლის ჯეკ ტეიშეირა, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში ეროვნული გვარდიის განყოფილებაში მფრინავად მუშაობდა. 

კომენტარები