რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16-ების შოვნას ცდილობენ

ნიდერლანდების კუთვნილებაში მყოფი F-16

დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები მუშაობენ "საერთაშორისო კოალიციის" შექმნაზე, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას შეძლებს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის ადმინისტრაციის სპიკერმა ისაუბრა.

NATO-ს ორი ქვეყანა ასევე ცდილობს, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის მართვაში გაწვრთნან, ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციის მიერ რიში სუნაკისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ცნობაში. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს ისლანდიაში, ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. 

უკრაინა, რომელიც უკვე დიდი ხანია რაც ამ ტიპის თვითმფრინავებს ითხოვს, განცხადებას მიესალმა.

"ჩვენ F-16-ები გვჭირდება და მადლიერი ვართ ჩვენი მოკავშირეების, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენი პილოტების მომზადების ჩათვლით". - თქვა ანდრიი ერმაკმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურმა.

ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ ბელგიამ, NATO-ს კიდევ ერთმა წევრმა ასევე გამოთქვა მზაობა, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ების მართვაში მოამზადონ.

F-16-ები შეიარაღებაში არ გააჩნია დიდ ბრიტანეთს, თუმცა ეს თვითმფრინავები აქვთ ნიდერლანდებსა და ბელგიას. აშშ-ს საჰაერო ძალებს 800-მდე F-16 აქვს. 

კომენტარები