ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი ვიკა ბუკიას შარჟებს ქალთა დისკრიმინაციად ასაღებს

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი ტელეკომპანია პირველის წამყვანის, ვიკა ბუკიას შარჟებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ დასანანია ქალი ჟურნალისტის მიერ პოლიტიკაში მყოფ ქალებზე "ღლიცინი".

"ჟურნალისტებს რომ ნაკლები მგრძნობელობა აქვთ ქალების მხარდაჭერის და სოლიდარობის კუთხით, ეს ალბათ სიახლე არ არის. უბრალოდ ახალ სტადიაზე გადავედით - პოლიტიკაში მყოფ ქალებზე ღლიცინი და გაშარჟება. დასანანია, რომ ამის ავტორიც ქალი ჟურნალისტია ..

იმ ჟურნალისტმა, რომლის ტელევიზიაც ნაკლებად გამოირჩევა ჟურნალისტური საქმიანობის საერთოდ რამე სტანდარტით, ამჯერად ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის ქალების დაცინვა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ იუმორის კარგი გრძნობა მაქვს. იუმორი ისევ ტყუილებმა ჩაანაცვლა - კორუმპირებული ქალები და მოგებული ტენდერებიო… სასაცილოა უდიდესი მავნებლობა რომ არ იყოს. ვერც ერთი ფაქტთან მიახლოებული ჭორიც კი ვერ დაადასტურებს ამ მდაბიო ტყუილს და ამიტომ უბრალოდ იმედს ვიტოვებ, რომ ხუმრობა არ გამოუვიდა, ნიჭია მაინც ყველაფერ". - წერს წილოსანი.

ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ, ვიდეო ფილტრების დახმარებით, ონლაინ-პერსონაჟი, მანანა ჩიქობავა შექმნა, რომელიც ხელისუფლებასთან აფილირებული ურბანული ელიტის ნაწილს აშარჟებს.

კომენტარები