რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი მაკრონზე: უკრაინული კოკაინით გაჯერებული, პარიზული თბილი ჰაერი ზედმეტად შეისუნთქა

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით.

ამ განცხადებით მედვედევი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეხმაურება, რომელმაც Opinion-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთმა "გეოპოლიტიკური მარცხი" განიცადა და ჩინეთის "ვასალურ სახლემწიფოდ" იქცა.

"რესპუბლიკის პრეზიდენტი კიეველ ნარკომანთან სოციალიზაციამ აშკარად დააზიანა. მან ზედმეტად ბევრი უკრაინული კოკაინის ნარჩენებით გაჯერებული, პარიზული თბილი ჰაერი შეისუნთქა, რომელსაც მისი სტუმარი გამოყოფდა.

გეოპოლიტიკური მარცხი? ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც საქმე უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, NATO უხალისოდ გვიშორებდა – თავი დაგვანებეთ, მარტო დაგვტოვეთ, თქვენთვის დრო არ გვაქვს. ახლა კი NATO-ს ყველა წევრი ქვეყანა იძინებს და იღვიძებს რუსეთზე ფიქრით". - წერს მედვედევი Twitter-ზე.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აზრით, თუ ვინმემ წააგო, ეს პირველ რიგში ალიანსია, თავისი პრიმიტიული კურსით და 21-ე საუკუნეში გადამწყვეტ როლზე პრეტენზიით.

კომენტარები