რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი და რიში სუნაკი
Andrew Matthews/WPA Pool/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთს დაუგეგმავი ვიზიტით ეწვევა. ის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. 

"დღეს - ლონდონი. როცა საუბარია ხმელეთსა და ცაში ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებაზე, გაერთიანებული სამეფო ლიდერია. ეს კოოპერაცია დღეს გაგრძელდება. შევხვდები ჩემს მეგობარს, რიშის. გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციებს შორის". – წერს ზელენსკის საკუთარ Twitter-ზე.

გასულ დღეებში ზელენსკი დასავლელ ლიდერებს ხვდებოდა. მათთან მოლაპარაკებები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას ეხებოდა.

BBC წერს, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე საათით გაგრძელდება. ბრიტანეთის მთავრობიდან მათი წყაროების თქმით, ვიზიტი სიმბოლურ სახეს ატარებს, ვიდრე მოლაპარაკებების ფორმატს. ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრის ფორმასთან დაკავშირებით დაამატა, რომ "გასაკეთებელი საქმე ყოველთვის არსებობს".

გასულ კვირაში დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას 250 კმ.-ს რადიუსის მქონე Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები გადასცა.

კომენტარები