რუსეთი

ბასტრიკინი რუსეთის ეკონომიკის სექტორების ნაციონალიზაციის წინადადებით გამოდის – მედია

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი
Petr Kovalev / TACC

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსეთის ეკონომიკის ძირითადი სექტორების ნაციონალიზაციის პერსპექტივის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია, TACC ავრცელებს.  

ამის შესახებ ბასტრიკინმა შაბათს პეტერბურგის საერთაშორისო სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე "იურიდიული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა: პრობლემები და პერსპექტივები" გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, ომში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. შემდეგი ნაბიჯია: მოდით, ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორების ნაციონალიზაციის გზისკენ ავიღოთ გეზი". – თქვა მან.

როგორც რუსული მედია წერს, მანამდე ბასტრიკინი სასამართლოს ბრძანებით კორუმპირებული ჩინოვნიკების დაჯარიმების ინიციატივით გამოვიდა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთში არსებული კორპორაციები, რომლებიც სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებებს ასრულებენ, ქვეყნისთვის რთულ პერიოდში კორუფციისა და ქურდობის ფაქტებს უშვებენ.

კომენტარები