რუსული ოკუპაცია

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ტერაშვილი საოკუპაციო ძალებმა 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები