ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

მჟავანაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე: პრობლემური საქმეები მეტად სამართლიანად განისჯება

ქართული სასამართლოს პრობლემა ძალიან კომპლექსურია, ცხადია და ამის მოგვარებას ბევრი დრო და მუშაობა დასჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს განვიათარების ამ მოცემულ ეტაპზე და პერიოდში ნაფიც მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერება, ერთი მხრივ, ნდობას გაზრდის სასამართლოს მიმართ, ადამიანების ჩართულობა ძალიან აქტიური იქნება, თავად ნახავენ რა არის მართლსაჯულების პროცესი.

მეორე მხრივ ისაა, რომ ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ლაზარეს საქმე, მედია საქმეები, პოლიტიკური საქმეები, ვფიქრობ, გაცილებით მეტად სამართლიანად განისჯება ამ პირობებში, ვიდრე ეს ხდება მოქმედი სასამართლოს პირობებში. ამიტომ ამ ეტაპზე მართლა მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ შეძლებისდაგვარად მართლა გაფართოვდეს და გაიზარდოს მისი მოქმედების არეალი. ამას აუცილებლად დადებითი გავლენა ექნება. 

ამბობს ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის წევრი, დათო მჟავანაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

კომენტარები