ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

ფარულავა: კითხოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს, მართლა წინააღმდეგნი არიან ლაზარესი?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მსგავსი [ნაფიც მსაჯულთა] ინსტიტუტის კიდევ უფრო განვითარება და განსჯადობის გავრცელება მეტ მუხლზე, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვერ ენდობი სასამართლოს, სისტემას და იმ ადამიანებს, რომლებიც წესით უნდა გვემსახურებოდნენ ჩვენ.

ლაზარეს და თორნიკეს საქმეებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა გამოიტანოს მათი საქმეების შესახებ გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხელისუფლებამ აირჩია გზა ამ ადამიანების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ლაზარეს წინააღმდეგ და დაიწყო მისი დისკრედიტაცია მისი ვიზუალის გამო, რომ თითქოს ის არის ქართული ტრადიციების, საქართველოს 90%-ის წინააღმდეგ, ამიტომ მიიღოს ხელისუფლებამ ამაზე გადაწყვეტილება და კითხოს საქართველოს მოქალაქეებს, მართლა წინააღმდეგები არიან ლაზარესი, ლაზარეს ქმედების და მისი ვიზუალის? ხომ ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების სახელით და საქართველოს სახელით გამოაქვთ ეს გადაწყვეტილება, მიაღებინონ საქართველოს მოქალაქეებს ეს გადაწყვეტილება ლაზარეს შესახებ.

ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ფარულავა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

კომენტარები