რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინელმა სამხედროებმა კონტრიერიშის მოსამზადებელი მოქმედებები დაიწყეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მიდამოებში, 2023 წლის 15 აპრილი.
Kai Pfaffenbach/Reuters

როგორც CNN-თან ამერიკელმა და დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ანონიმურად თქვეს, უკრაინელმა სამხედროებმა კონტრიერიშის წინ "ფორმირების" ოპერაციები დაიწყეს. 

ფორმირების ოპერაციები გულისხმობს იარაღის საცავებზე, სამეთაურო ცენტრებზე, საარტილერიო სისტემებსა და ჯავშანტექნიკაზე თავდასხმებს, რათა ბრძოლის ველი იერიშის დაწყებისთვის გამზადდეს. ეს არის სტანდარტული ტაქტიკა, რომელსაც ფართო, კომბინირებული ოპერაციების წინ მიმართავენ.

როდესაც უკრაინამ გასულ ზაფხულში, ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში კონტრიერიში წამოიწყო, ამ ყველაფერს ასევე წინ უსწრებდა საჰაერო თავდასხმები, რათა ბრძოლის ველისთვის ფორმა მიეცათ. დაგეგმილი კონტრიერიშის დაწყებამდე, ეს ოპერაციები შესაძლოა მრავალი დღის განმავლობაში გაგრძელდეს, როგორც CNN-თან ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა.

აქამდე, გასულ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანას კონტრიერიშის დაწყებამდე კიდევ ცოტა დრო სჭირდება. უკრაინა დასავლეთის მიერ დაპირებული შეიარაღების ნაწილს ელოდება.

კომენტარები