გასროლა

სინდელფინგენში, Mercedes-Benz-ის ქარხნის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ორი კაცი დაიღუპა

სინდელფინგენში Mercedes-Benz-ის ქარხნის ტერიტორიაზე სროლის შედეგად ორი კაცი დაიღუპა. გამომძიებლების ინფორმაციით, ორივე მსხვერპლი 44 წლის იყო. 

ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. 

ეჭვმიტანილი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რა გარემოებაში მოხდა თავდასხმა. 

პოლიციის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და შემთხვევის ადგილზე საფრთხე აღარ არსებობს.

კომენტარები