საქართველო-რუსეთი

ბოჭორიშვილი სავიზოს მოხსნაზე: წარმოუდგენელია, პასუხისმგებლობა ჩვენს ხელისუფლებას დააკისრო

წარმოუდგენელია, პუტინის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დააკისრო. რუსეთის ხელისუფლების ქმედებები ყოველთვის იყო და არის მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად შექმნას ბარიერები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ესეც არის მისი ნაწილი. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვეთხოვება უფრო მეტი გონიერება, როცა შევაფასებთ მსგავს ქმედებებს რუსეთის მხრიდან.

ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა უქმდება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები