თუკი თითოეულ ჩვენგანს კონსერვატიული მიდგომა აქვს, არა მარტო პოლიტიკოსს, არამედ, საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც სოციალ-დემოკრატს საფუძველს აძლევს, რომ გამოვიდეს და ესოდენ მჭახე და მე ვფიქრობ, თავისი შინაარსით არასწორი განცხადება გააკეთოს. უღირსი განცხადებაა და მე ამასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრს სრულად ვეთანხმები [...] მეტსაც ვიტყვი, იმ რეზოლუციას, რომელიც სრულიად უტიფარია და ევროპარლამენტმა ჩვენ მიმართ მიიღო, სოციალ-დემოკრატებიც შეუერთდნენ, ისე, რომ რეალური სიტუაცია არცერთს არ მოუკითხავს [...] აქ ლაპარაკი არის იმაზე, რამდენად გლობირებს და შენ გვერდზე დგას მაშინ, როდესაც გვერდით დგომა აუცილებელია.
tbl.ge/6d4k
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი გამოეხმაურა ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) განცხადებას, რომლითაც ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის გამო გააკრიტიკეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




