უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის მიერ ნასროლი 25 რაკეტიდან 23 უვნებელყო.
როგორც უკრაინის გენშტაბი წერს, გასულ ღამეს რუსეთმა გამოიყენა Х-101-სა და Х-555 ტიპის, ასევე კალიბრის ტიპის რაკეტები.
რაკეტები ოკუპანტებმა ორ ტალღად ისროლეს.
""საკრალური" 9 მაისის ღამით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე საზღაო და საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით. ორ ტალღად სროლის დროს, რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს 25 ფრთოსანი რაკეტა, კალიბრისა და Х-101/Х-555 ტიპის რაკეტებით. აქედან 23 უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ გაანადგურა". - თქვა უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
თავდაპირველად სარაკეტო განგაში ჩართული იყო უკრაინის ხარკოვის, ზაპოროჟიესა და პოლტავის ოლქებში, შემდეგ კი ის მთელ ქვეყანაში გავრცელდა.
რაკეტის ნამტვრევებმა დნეპროპეტროვსკში დააზიანა 4-სართულიანი სახლი, რის შედაგადაც, ახალგაზრდა ქალი დაშავდა. ხანძარი მოჰყვა რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნას კიევის ერთ-ერთ რაიონში. შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
გასულ დღეებში, 9 მაისის წინ, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო იერიშების ტემპი და მასშტაბები კვლავ გაზარდა.