იტალია-რუსეთი

იტალია რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით აძევებს

იტალია რუსეთის საელჩოს ორ სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან ჯაშუშობის ბრალდებით აძევებს. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.

ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუსეთის ორი დიპლომატიური წარმომადგენელი ვალდებულია რომი სამი დღის ვადაში დატოვოს.

მისი თქმით, მოსკოვი იტალიისა და დასავლეთის წინააღმდეგ კვლავ იყენებს "ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს", რაც, მისი შეფასებით, "სერიოზული და მიუღებელი ჩარევაა“, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იტალიის ამ გადაწყვეტილებას "შესაბამისი პასუხი გაეცემა".

ცნობისთვის, კვირის დასაწყისში იტალიაში ორი ადამიანი დააკავეს საიდუმლო ინფორმაციის რუსეთის აგენტისთვის გადაცემის ბრალდებით. პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანილი იტალიის კარაბინიერების ყოფილი ოფიცერია. საქმის ფარგლებში გამოძიების ქვეშ კიდევ ხუთი პირი იმყოფება.

კომენტარები