უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებს რეალისტურად აფასებს. ამის შესახებ მან ჰააგაში ჰოლანდიის პრემიერმინისტრ მარკ რუტესა და ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროუსთან ერთობლივ კონფერენციაზე ისაუბრა.
"ჩვენ რეალისტები ვართ და ვიცით, რომ ომის დროს NATO-ში ვერ გავწევრიანდებით, მაგრამ ამ დროში გვსურს, მივიღოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სამხედრო ალიანსის წევრი". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ სხვადასხვა წევრი ქვეყნისგან "გარკვეული პოზიტიური გზავნილები" მიიღო, კიევს დასარწმუნებლად უფრო ხელჩასაჭიდი რამ სჭირდება.
"ვფიქრობ, ჩვენი მეგობრები მხარს დაგვიჭერენ და NATO-ში გვიხილავენ". - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.