რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა თვითმფრინავებს წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ მიიღებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დარწმუნებულია, მოკავშირეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თვითმფრინავებს გადასცემენ.

European Pravda-ს ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, ბრძოლის ველზე უკრაინელი სამხედროების წარმატებული მოქმედებების შემდეგ მოკავშირეები უკრაინას გარკვეულ იარაღს გადასცემენ. 

"რატომ მჯერა, რომ ჩვენ თვითმფრინავები გვექნება? იმიტომ, რომ მალე გვექნება შეტევითი მოქმედებები. და მათ შემდეგ, დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავებს მოგვცემენ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

3 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა

კომენტარები