ავსტრალია

დაკარგული ავსტრალიელი მეთევზის გვამი ნიანგის სხეულში იპოვეს

დაკარგული ავსტრალიელი მეთევზის გვამის ნარჩენები ნიანგის სხეულში იპოვეს. 65 წლის კევინ დერმოდი, რომელიც ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქუინსლენდის ერთ-ერთ ნიანგების საცხოვრებელ ზონაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, უკანასკნელად გასული კვირის შაბათს ნახეს.

ადგილობრივმა პოლიციამ 2-დღიანი ძებნის შემდეგ ორი ნიანგის ევთანაზიის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთში კი დაკარგული მამაკაცის გვამის ნარჩენები აღმოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ნარჩენები მხოლოდ ერთ რეპტილიაში იპოვეს, სამართალდამცველთა ვერსიით, ტრაგიკულ ინციდენტში ორივე ნიანგი იყო ჩართული.

ნიანგები, რომლებსაც პოლიციელებმა დერმოდის უკანასკნელი ადგილსამყოფელიდან 1.5 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს, 4.1 და 2.8 მეტრი სიგრძის იყვნენ.

დერმოდთან ერთად მყოფი ერთ-ერთი მეთევზის თქმით, მას თავდასხმა არ დაუნახავს, თუმცა, გაიგო ყვირილი, რომელსაც შემდეგ წყალში ჩავარდნის ხმაც მოჰყვა.

ქუინსლენდში ნიანგების რაოდენობა უკანასკნელი მონაცემებით 30 000-მდე აღწევს, ნიანგების პოპულაციის ზრდა 1974 წელს მათზე ნადირობის კანონით აკრძალვამ გამოიწვია. მიუხედავად, ამისა, ნიანგების მიერ ადამიანებზე თავდასხმები იშვიათი მოვლენაა. 1985 წლიდან დღემდე მხოლოდ 13 ფატალური შემთხვევაა აღწერილი.

კომენტარები