NDI-ის ანგარიში

NDI: ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს

adf.org.au

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას "ცუდად" აფასებს. მხოლოდ 9% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა "კარგია".

გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

ასევე, უმრავლესობა (69%) ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა
აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდათ.

სატელეფონო გამოკითხვა 17-23 მარტს, NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით,  კვლევა 1 032 დასრულებული ინტერვიუს მოიცავს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

NDI-ის ცნობით, კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

კომენტარები