სცენარისტების გაფიცვა

ჰოლივუდის უახლეს ისტორიაში სცენარისტების ყველაზე მასშტაბური გაფიცვა მიმდინარეობს

Getty Images

ჰოლივუდში სცენარისტების გაფიცვა მიმდინარეობს. უკანასკნელად ამ მასშტაბების გაფიცვა 15 წლის წინ მოხდა.

სცენარისტები ორგანიზაცია Writers Guild of America(WGA)-ს წევრები არიან. WGA-ს რიგებში 10 000-ზე მეტი პროფესიონალია გაწევრიანებული, მათგან 9000-მა მუშაობაზე უარი განაცხადა. გაფიცვის შედეგად შესაძლოა რამდენიმე მიმდინარე სერიალი და სატელევიზიო შოუ გაჩერდეს, ასევე გახანგრძლივების შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ კინოსტუდიებსაც.

გაფიცულები მხატვრული და სატელევიზიო ფილმების პროდიუსერების ალიანსისგან(AMPTP) ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. AMPTP-ის წევრები უმსხვილესი კინოკომპანიები, მათ შორის Disney და Netflix არიან.

WGA-ს წარმომადგენლების თქმით ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ AMPTP-ისთან შეთანხმებას, მაგრამ კომპანიამ მათი მოთხოვნები უგულებელყო.

უკანასკნელად WGA-ს წევრები 2007 წელს გაიფიცნენ. გაფიცვა 100 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2008 წელს დასრულდა, მაშინაც სცენარისტები სტუდიებისგან გაზრდილ ანაზღაურებას ითხოვდნენ. ჰოლივუდის ინდუსტრიამ 2007-2008 წლის გაფიცვებით 2 მილიარდი დოლარი იზარალა. საბოლოოდ მსხვილმა კინოკომპანიებმა WGA-ს მოთხოვნები დააკმაყოფილა.

კომენტარები