ქართული ოცნება

თალაკვაძე ივანიშვილის დასანქცირებაზე: ემუქრებიან იმიტომ, რომ დააბრუნა დემოკრატია

ბოლო პერიოდში კვლავ გააქტიურდა და არ წყდება საუბარი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და სატელიტები ამ თემას კვლავ ააქტიურებენ. მინდა პირდაპირ ვთქვა, რეალურად რა სანქციებით ემუქრებიან და რისთვის ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს - ემუქრებიან იმიტომ, რომ დააბრუნა დემოკრატია, ადამიანების უფლებების დაცვა და ქვეყნის მართვა ინსტიტუტებით და არა კლანურად, არა იმ ფარული ჩრდილოვანი ინტერესებით, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება, მაშინ , როცა ქვეყნის ინტერესები, მოქალაქე არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რა სჭირდებოდათ მათ და რა დავალებები ჰქონდათ მიღებული. სწორედ ეს დაამთავრა ბიძინა ივანიშვილმა და დააბრუნა ქვეყნის ინტერესები, მოქალაქეების საუკეთესო ინტერესები, და ქვეყნის მართვა გახადა ინსტიტუციონალიზებული. 

აი, ამისთვის ემუქრებიან ამ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად დღეს ევროპის შუაგულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რეპუტაციულად სანდო ბანკის მიერ არის დასანქცირებული და არ ეძლევა საშუალება საკუთარი ქონება და ფინანსები განკარგოს. 

თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 

კომენტარები