ქართული ოცნება

პაპუაშვილი უცნობის აქციაზე: ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით განმსჭვალული აქცია

მე რაც ვნახე, ეს იყო ქართული იდეით, ეროვნული ინტერესებით განმსჭვალული აქცია. მე ოპოზიციას მოვუწოდებდი, რომ ამ იდეებს ჩაუფიქრდნენ და საკუთარ ლექსიკონში დააბრუნონ ეროვნული ინტერესი, როგორც გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პრინციპი. აი, ეს ეროვნული ინტერესი რომ ამოგდებული აქვთ საკუთარი ლექსიკონიდან და საქართველოს ხსენება სადაც იქნება, ყველაფერთან პრორუსულობა და ანტიდასავლურობა რომ ელანდებათ, ეს არის პრობლემა. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია გაიმართა.

კომენტარები