ქართული ოცნება

წილოსანი უცნობის აქციაზე: ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ხალხის შეკრება სასიამოვნო იყო

ბოლო დროს, ძალიან აგრესიული და ომის რიტორიკით განსმჭვალული დემონსტრაციების ფონზე, აღნიშნული, მშვიდობისკენ მიმართული [აქცია] და ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული ადამიანების შეკრება, მრავალათასიანი შეკრება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო უპირველეს ყოვლისა იყო - როგორც ვხედავდი, ამ შეკრების დევიზი ეს იყო [...] ახლა, ძალიან მძიმე, საომარ მოცემულობაში, რომელშიც ჩვენი რეგიონი იმყოფება, მშვიდობა არის უპირატესი მიზანი და თავისთავად, მშვიდობის ფონზე, ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, მათ შორის, იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც გვაქვს. თავისთავად, ეს ყველაფერი გვაერთიანებს ამ აქციის მონაწილეებთან.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა. 30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "უცნობის" მიერ ორგანიზებული სახელისუფლებო აქცია გაიმართა.

კომენტარები