რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ გაამართლა, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მცდარი იყო – მერკელი რუსეთის მიმართ თავის პოლიტიკაზე

ანგელა მერკელი
AFP/Getty Images

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანულ გამოცემა ZEIT-თან ინტერვიუში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა და რუსეთთან მიმართებაში თავისი იმჟამინდელი პოლიტიკა მართებულად შეაფასა

რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებასთან დაკავშირებით მერკელმა აღნიშნა, რომ მან ყველანაირად სცადა ამ მდგომარეობის თავიდან აცილება, თუმცა მისი ძალისხმევა ამაო აღმოჩნდა. 

"ის ფაქტი, რომ ამ მცდელობებმა არ იმუშავა, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი მცდარი იყო. დიპლომატია აუცილებელია". - აღნიშნა ყოფილმა კანცლერმა ინტერვიუში. 

მერკელის თქმით, მას მეტი უნდა გაეკეთებინა, რათა გერმანიის სამხედრო დანახარჯები 2%-მდე გაზრდილიყო. ყოფილი კანცლერი ამას საკუთარ შეცდომად აფასებს.

"არაუგვიანეს 2005-2006 წლებისთვის ჩვენ უნდა გვეთქვა, რომ ცივი ომი არ დასრულებულა და ვუბრუნდებით ცივი ომის პოლიტიკას". - ამბობს მერკელი ინტერვიუში. 

კომენტარები