რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი დნიპროში ჩავიდა

29 აპრილს, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი დნიპროში ჩავიდა, სადაც დევნილები მოინახულა, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სახლები დაკარგეს. 

"ომის გამო ბევრმა უკრაინელმა სახლი დაკარგა. მათგან დაახლოებით 200 000-მა დნიპროს შეაფარა თავი. მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა უკრაინისა და ევროპის სტაბილურობის გასაღებია. შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარება არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რაზეც დნიპროში ჩეხეთი ყურადღებას გაამახვილებს". - დაწერა პაველმა Twitter-ზე. 

კომენტარები