რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინაში ომი არ შეიძლება დასრულდეს ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომი ფინეთისთვის

ფინურ მედიასთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ომი რუსეთის წინააღმდეგ არ შეიძლება დასრულდეს ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომი ფინეთისთვის დასრულდა.

ამასთანავე, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფინეთმა არა მხოლოდ ტერიტორია დაუთმო რუსეთს, არამედ მრავალი ადამიანის სიცოცხლეც დაკარგა.

მან ასევე დასძინა, რომ "შეურაცხმყოფელი და უსამართლოა" ის, რომ რუსეთის მოგერიებისას სხვა ქვეყნები ფინეთს არ დაეხმარნენ. სავარაუდოდ, ზელენსკი ზამთრის ომზე, სსრკ-სა და ფინეთს შორის 1939-1940 წლების შეიარაღებულ კონფლიქტზე საუბრობდა.

გარდა ამისა, ინტერვიუსას ზელენსკიმ სკანდინავიის ქვეყნებს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინამ მათგან ომის დაწყების შემდეგ მიიღო.

"სკანდინავიის ქვეყნებს, სხვა ზოგიერთი პარტნიორისგან განსხვავებით, დანაპირები არ დაურღვევიათ". - თქვა მან.

კომენტარები