რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანიის თვითმავალი ჰაუბიცები Caesar-ები უკვე უკრაინაშია – რეზნიკოვი

Caesar-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, დანიის თვითმავალი ჰაუბიცები Caesar-ები უკვე უკრაინაშია. 

"დანიას განზრახული ჰქონდა ამ სისტემების საკუთარი არმიისთვის გამოყენება, მაგრამ გონივრულად და კეთილშობილურად გადაწყვიტა ისინი უკრაინის ჯარისთვის გადაეცა, იმ მნიშვნელოვანი საფრთხის გამო, რომელსაც რუსეთი მთელ ევროპას უქმნის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით". - წერს რეზნიკოვი. 

რეზნიკოვის თქმით, დანიელები, ასევე, მონაწილეობენ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნების ორგანიზებაში. 

"ჩვენი არტილერისტები აფასებენ ამ ჰაუბიცების მანევრირებას და სიზუსტეს. ახლა უკრაინას ჩვენი ფრანგი და დანიელი პარტნიორების წყალობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე საარტელო პაკეტი აქვს". - აღნიშნავს რეზნიკოვი. 

იანვარში დანიის მთავრობამ, პარლამენტის მხარდაჭერით, გადაწყვიტა, უკრაინისთვის საფრანგეთიდან შეკვეთილი 19-ვე საარტილერიო სისტემა Caesar-ი გადაეცა. გარდა თავად აღჭურვილობისა, დანიის მხარე უკრაინელ სამხედროებს მომზადებასაც დაჰპირდა.

კომენტარები