რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

SKY NEWS: დანია უკრაინაში ფრანგული წარმოების CAESAR-ის ჰაუბიცებს გაგზავნის

როგორც ბრიტანული გამოცემა Sky News წერს, დანია უკრაინას ფრანგული წარმოების Caesar-ის ჰაუბიცებს მიაწოდებს.

დანია გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის შემდეგ კიევს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მანამდე, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 600 Brimstone-ის რაკეტას გადასცემს.

თავის მხრივ, ესტონეტი უკრაინისთვის $113 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს.

ეს ნაბიჯები კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას გერმანიაზე, რომ ქვეყნებს გერმანული წარმოების ტანკების უკრაინისთვის მიწოდების ნება დართოს. გერმანია Leopard-2-ის ტიპის ტანკების ექსპორტის ლიცენზიას ფლობს.

გერმანია აშშ-ს უკრაინისთვის ტანკების გადაცემის პირობას უყენებს. სააგენტო Reuters-ი ბერლინის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია ტანკებს უკრაინაში იმ შემთხვევაში გაგზავნის, თუ აშშ იმავეს იზამს.

ამავე ინფორმაციით, ბოლო დღეებში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დახურულ კარს მიღმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ამერიკული ტანკები უკრაინაში უნდა გაიგზავნოს.

პოლონეთმა და ფინეთმა აღნიშნეს, რომ გერმანიის დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში Leopard-2-ის ტიპის ტანკებს გაგზავნიან.

კომენტარები