ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში. გასაგებია ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში 2012 წელი გარდამტეხი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა კი ამ მიმართულებით თურმე პრობლემებია. რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები,რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობენ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ თავზე. მარტივია, გავაკეთოთ შედარება, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს. არის რეფორმები გასატარებელი?! კი ბატონო. მაგაში გეთანხმებით. რეფორმები უნდა გაგრძელდეს.
კახა კალაძე
კალაძე თემთა პალატაში განხილვაზე: დავითვალე, სამი კაცი იყო, მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს
tbl.ge/6cp3
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა თემთა პალატაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ განხილვას, სადაც ერთ-ერთმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოუეიმ ქართულ ოცნებას "პროპუტინური და პრორუსული ძალა" უწოდა.
ამავე თემაზე
- ტაბულას უთხრეს, რომ კალაძე დუბაიში "ჩარჩა", მერიაში არ იციან – სადაა
- კალაძე: თუ რაიმე მოაფიქრდებათ, შეთითხნილი ჭორებით ავრცელებენ, ეს მე ვერაფერს დამაკლებს
- კალაძე: ჩვენ ყველა უნდა მივეჩვიოთ განსხვავებული აზრის მიმღებლობას
- ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნისკენ გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი
- კალაძე: ვერ ნახავთ ფაქტს, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამედინოს, ვარ შემდგარი ადამიანი




