ოჯახური ძალადობა

"მსხვერპლი მე ვარ" – შალვა იაშვილი მეუღლის მიმართ ძალადობაზე

მეუღლის, რენატა ბეგიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული შალვა იაშვილი ამტკიცებს, რომ მსხვერპლი თავად არის. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 

"რენატა ბეგიაშვილისგან ვიცი, რომ რამდენჯერმე გააუპატიურეს და აქედან გამომდინარე ფიქრობს, რომ ყველა კაცი უნდა გაანადგუროს. ვფიქრობ, რომ აქედან გამომდინარე რაღაცას გეგმავს. ანუ მსხვერპლი ვარ მე". - აღნიშნა იაშვილმა სასამართლოში, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი 25 აპრილს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. 

ბეგიაშვილმა ქმრის, შალვა იაშვილის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა. პოსტის შემდეგ მალევე შალვა იაშვილმა Facebook-ის საშუალებით ბრალდება უარყო, თუმცა მისი ანგარიში წაიშალა.

კომენტარები