საქართველო-ევროკავშირი

კრამონი: ქართველმა ტროლებმა რუსებსაც აჯობეს – სავარაუდო დამკვეთი ოცნებაში უნდა ვეძებოთ

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის წევრი ვიოლა ფონ კრამონი ქართულ სოციალურ ქსელში მის შესახებ გავრცელებულ Fake ახალ ამბებსა და დამონტაჟებულ ვიდეოს ეხმაურება. კრამონი ამბობს, რომ ქართველმა ტროლებმა რუს ტროლებსაც კი აჯობეს, სავარაუდო დამკვეთი კი ქართულ ოცნებაში უნდა ვეძებოთ.

"მომილოცავს! თვის ტროლის ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ ტროლებს. მათ რუს ტროლებსაც კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს. "გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე ჰერმან გიორინგთან. 

მეორე Fake კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური Deep Fake ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს Fake-ები ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად". – თქვა კრამონმა.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ Fake-ებზე მასალა მითების დეტექტორმა მოამზადა.

კომენტარები