IRI-ს კვლევა

IRI: პარლამენტის საქმიანობა 59%-ს არ მოსწონს, პრეზიდენტის ოფისის – 49%-ს, პრემიერის – 48%-ს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. მოქალაქეების 59%-ს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა არ მოსწონს, 49%-ს პრეზიდენტის ოფისის, 48%-ს კი პრემიერმინისტრის.  

  • ჯარი - დადებითად 77%, უარყოფითად 16%, 7%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე
  • საპატრიარქო - დადებითად 72%, უარყოფითად 20%, 8%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე 
  • პოლიცია - დადებითად 63%, უარყოფითად 33%, 4%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე 
  • მედია - დადებითად 62%, უარყოფითად 34%, 5%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე 
  • ადგილობრივი ხელისუფლება - დადებითად 57%, უარყოფითად 38%, 4%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • განათლების სისტემა - დადებითად 48%, უარყოფითად 45%, 7%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • პრემიერის ოფისი - დადებითად 41%, უარყოფითად 48%, 11%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • პრეზიდენტის ოფისი -  დადებითად 39%, უარყოფითად 49%, 12%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • სასამართლო -  დადებითად 39%, უარყოფითად 46%, 16%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • ეროვნული ბანკი -  დადებითად 36%, უარყოფითად 47%, 17%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • საქართველოს პარლამენტი -  დადებითად 36%, უარყოფითად 59%, 6%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  
  • პროკურატურა - დადებითად 33%, უარყოფითად 42%, 26%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე
  • პოლიტიკური პარტიები - დადებითად 32%, უარყოფითად 58, 10%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე  

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები