IRI-ს კვლევა

IRI: ენმ-ს 39% არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას, ოცნებას – 34%, ალტ-ინფოს – 16%

არჩევნები
ტაბულა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდნენ ხმას არცერთ შემთხვევაში, საზოგადოების 39% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 34% ქართულ ოცნებას, ალტ-ინფოს - 16%. კითხვაზე ნებადართული იყო სამი ან სამზე ნაკლები პარტიის დასახელება. 

  • ენმ - 39% 
  • ქართული ოცნება - 34% 
  • ალტ-ინფო - 16% 
  • გირჩი-მეტი თავისუფლება - 13% 
  • პატრიოტთა ალიანსი - 13% 
  • გირჩი - 13% 
  • ევროპული საქართველო - 13% 
  • ლეიბორისტული პარტია - 8% 
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 7% 
  • დროა - 7% 
  • ლელო - 6% 
  • ხალხის ძალა - 5% 
  • გიორგი გახარია - 4% 
  • მოქალაქეები - 3% 
  • ანა დოლიძე - <1% 
  • სხვა - <1% 
  • არცერთი - 8% 
  • არ ვიცი - 12% 
  • უარი თქვა პასუხის გაცემაზე - 5% 

კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.

კომენტარები