რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინა ინფანტილური და იმპულსურია – პოდოლიაკი WP-ის სტატიაზე

Yasin Akgul/AFP/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Washington Post-ის სტატიას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ აშშ-ის თხოვნით მოსკოვზე 24 თებერვალს დაგეგმილი თავდასხმები გადადო. 

"ასეთი პუბლიკაციები, რომლებიც აუცილებლად ეყრდნობა "ანონიმურ წყაროებს", მხოლოდ ერთ კატასტროფულ ფუნქციას ასრულებენ – დასავლეთის დედაქალაქებში ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, თითქოს უკრაინა არის არაგონივრული, ინფანტილური და იმპულსური სახელმწიფო. შეგნებულად კეთდება თუ გაუცნობიერებლად, სხვა საკითხია". - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. 

გარდა ამისა, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინელები ომს მათემატიკური ლოგიკით უდგებიან. 

"ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რათა გავანადგუროთ რუსული ლოგისტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა სახის ავიაცია ჩვენი საჰაერო სივრცის დასაცავად და რუსული სიმაგრეების გასანადგურებლად. ეს არის წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციის და დანაკარგების შემცირების ძირითადი შემადგენელი ნაწილი". - წერს პოდოლიაკი.

კომენტარები