რუსეთი

მოსკოვის ოლქში დრონი ჩამოვარდა – რუსული მედია

ჟურნალისტები ესწრებიან UJ-22 დრონის პრეზენტაციას. 2022 წლის აგვისტო
Sergei SUPINSKY / AFP

რუსული სამთავრობო მედიის, TACC-ის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ბოგოროვსკის საქალაქო რაიონში დრონი ჩამოვარდა.  

რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, დრონი ქალაქ ნოგინსკის მახლობლად ჩამოვარდა, ხოლო ადგილობრივმა იგი ტყეში იპოვა. ამავე ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი 17 კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო დატვირთული. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინული წარმოების UJ-22 Airborne-ია, რომლის დიაპაზონი დაახლოებით 800 კმ-ია.

ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი აქამდე მოსკოვის რეგიონის კოლომენსკის რაიონში, გაზპრომის გამაძლიერებელ სადგურთან ჩამოვარდა. შემთხვევა ადგილობრივმა გუბერნატორმა ანდრეი ვორობიევმა დაადასტურა.

"ეს მოხდა გუბასტოვოს მახლობლად. უპილოტო თვითმფრინავს, სავარაუდოდ, სამოქალაქო ობიექტი ჰქონდა მიზანში ამოღებული, მაგრამ იგი არ დაუზიანებია. მსხვერპლი არ ყოფილა". – თქვა ანდრეი ვორობიევმა, ადგილობრივმა გუბერნატორმა.

კომენტარები