უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან საკითხის განხილვა საჭირო არაა, არამედ უკრაინას იარაღი სჭირდება.
"როდესაც რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება - უკრაინის განადგურება, ინიციატივები მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, რაც ბოლო დროს ისმის, სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული მშვიდობის შენარჩუნება [...]
ჩვენ არ გვჭირდება, რომ მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგსვან, ჩვენ საკმარისი იარაღი გვჭირდება. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის გასაგებია". - წერს დანილოვი Facebook-ზე.