რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლკერი: პუტინის არმია ცუდ მდგომარეობაშია, რუსებს აღარ შეუძლიათ წინსვლა

DELFI/Andrius Ufartas

NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა თქვა, რომ პუტინის არმია ცუდ მდგომარეობაშია და რუსებს უკრაინაში წინსვლა არ შეუძლიათ.

კურტ ვოლკერი, რომელიც 2017-2019 წლებში დონალდ ტრამპს უკრაინასთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევდა, თვლის, რომ უკრაინას შეუძლია რუსებს დარტყმა მიაყენოს.

ვოლკერის თქმით, მსოფლიო  გადაჭარბებულად აფასებდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს და პირიქით, ვერ აფასებდა უკრაინის შესაძლებლობებს.

"რუსეთის დაზვერვის სამსახურებმა შეცდომაში შეიყვანეს პუტინი და ჩვენც შეცდომაში შევედით. სისტემაში გაცილებით მეტი კორუფცია, არაეფექტურობა და ლიდერობის პრობლემები იყო. რუსეთმა თავდაპირველად მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა აღმოსავლეთ უკრაინაში და კიევის მიმართულებით, მაგრამ ახლა უკრაინელებმა ისინი უკან დახიეს. ბრძოლის ველი არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც უკრაინამ დაიბრუნა ხერსონი გასული წლის შემოდგომაზე. რუსებს ნამდვილად აღარ შეუძლიათ წინსვლა." - თქვა ვოლკერმა.

ვოლკერის თტქმით, რუსეთის სამხედრო პრობლემები ახლა უკრაინის საზღვრებს მიღმა გადავიდა მას შემდეგ, რაც რუსულმა Су-34-მა რუსული ქალაქი ბელგოროდი შემთხვევით დაბომბა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღაზიის სახურავზე მანქანა აფეთქდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ისინი ცდილობენ მეტი ადამიანის გადაბირებას, ვიცით, რომ ისინი ცდილობენ აღჭურვილობის მიღებას ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან. ჩვენ ვიცით, რომ მათი სამხედროები ადგილზე ცუდ მდგომარეობაშია და მათ არ აქვთ შევსების საშუალება. მათ ასევე არ ჰყავთ კარგი ხელმძღვანელობა, ასე რომ, [რუსულ ჯარში] ნამდვილად დიდი არეულობაა." - თქვა კურტ ვოლკერმა.

კომენტარები