რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა Су-34-მა რუსული ქალაქი ბელგოროდი შემთხვევით დაბომბა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ გასულ ღამეს ქალაქი ბელგოროდის ცენტრში მომხდარი აფეთქება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების Су-34-ს უკავშირდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო თვითმფრინავს ბომბი ჩამოუვარდა.

"2023 წლის 20 აპრილს მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15-ზე ქალაქი ბელგოროდის თავზე ფრენის დროს საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი Су-34-ის მიერ საჰაერო საბრძოლო მასალის არასაშტატო გაშვება მოხდა". – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის უწყებაში. 

სამინისტროს მტკიცებით, დაზარალდა აფეთქების ტერიტორიის მიმდებარე საცხოვრებელი სახლები, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

აფეთქება ბელგოროდის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

კომენტარები