რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება

ბრიტანეთის მთავრობამ რიში სუნაკის გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტი გამოაქვეყნა

რიში სუნაკი
Twitter

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განახლებული დოკუმენტი, რითაც მტკიცდება, რომ პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციაში ცოლის აქტივები მინისტრებისთვის განკუთვნილ დეკლარირების ფორმაში აღწერილი აქვს

აღნიშნული ინფორმაციის მიმართ საზოგადოების ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 13 აპრილს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო კომისარმა, რომელიც პარლამენტის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას მეთვალყურეობს, დენიელ გრინბერგმა რიში სუნაკის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიება ბავშვთა დაცვის ორგანიზაციასთან მიმართებაში სუნაკის საფინანსო საქმიანობის დეკლარირებას უკავშირდება. ორგანიზაციის ერთ-ერთი ინვესტორი რიში სუნაკის ცოლი, აკშატა მურტია.

დეკლარირების ფორმაში აღნიშნულია, რომ მურტის მფლობელობაში მყოფ აქციებს შორის კომპანია - Koru Kids-ის მცირედი წილიც შედის. Koru Kids-ი ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მთავრობის ახალი ინიციატივით სარგებელს მიიღებს.

პრემიერის სპიკერმა არ დააკონკრეტა პირველად როდის დაარეგისტრირა სუნაკმა აღნიშნული ორგანიზაცია, თუმცა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის აღწერაში მოხსენიებული იყო. 

დავა პარლამენტარების ქცევის კოდექსის მეექვსე პუნქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებული არიან გაამჟღავნონ ნებისმიერი ფინანსური აქტივი, რამაც შესაძლოა პარლამენტარის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. ეს წესი კოდექსის განახლებულ ვერსიაში შევიდა.


დავა პარლამენტარების ქცევის კოდექსის მეექვსე პუნქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ისინი ვალდებული არიან გაამჟღავნონ ნებისმიერი ფინანსური აქტივი, რამაც შესაძლოა პარლამენტარის ქმედებასა და გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. ეს წესი კოდექსის განახლებულ ვერსიაში შევიდა.

გამოძიება დემოკრატიული პარტიის მხრიდან მთავრობის ინიციატივის მიმართ უნდობლობას მოჰყვა. მთავრობამ ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაციებში დასაქმების წახალისების მიზნით ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის ინიციატივა წარადგინა. აღმზრდელები £1,200-ის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ. ამით სარგებელს მიიღებს ის კერძო დაწესებულებაც, რომლის ინვესტორიც რიში სუნაკის ცოლია. 

ინიციატივის წარდგენისას პრემიერს ცოლის ფინანსურ აქტივებზე არ უსაუბრია. კითხვას, ჰქონდა, თუ არა სუნაკს ფინანსურ დეკლარირებასთან დაკავშირებით რამე სათქმელი, მან უარყოფითი პასუხი გასცა. 

რიში სუნაკს  ახალი წესის შესაბამისად ცოლის აქტივები პირადი ინტერესების კატეგორიაში დეკლარირებული არ აქვს. ახალი კოდექსი პარლამენტარებს ინფორმაციის განახლებას ავალდებულებს. თუმცა დაუნინგ სტრიტის მტკიცებით, ეს საჭირო არაა, რადგან სუნაკს ეს ინფორმაცია აღწერილი აქვს მინისტრებისთვის განკუთვნილ დეკლარირების ფორმაში. 

რიში სუნაკის სპიკერის თქმით, გადაწყვეტილებას პრემიერის პირად ინტერესთან კავშირი არ აქვს:

"სიამოვნებით დავეხმარებით კომისარს იმის დამტკიცებაში, რომ ეს გადაწყვეტილება წმინდად მინისტრის პოზიციიდან იქნა მიღებული". 

კომენტარები